06:40 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 10:04:13, 1634 ნახვა

სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ერთი წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დეპარტამენტში ჩატარებული რეფორმის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია და გდდ-ს საქმიანობის ამსახველი კლიპის ჩვენება მოეწყო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარატამენტის თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„კარგად მესმის, რომ თქვენი პროფესია - ეს არის უაღრესად რთული, სარისკო და საპასუხისმგებლო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა დამოკიდებული ხშირად ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება.

თქვენ მრავალ ფლანგზე იბრძვით: ზრუნავთ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე და უზრუნველყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას, თქვენი წვლილი შეგაქვთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რთულ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებთ ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ საგუშაგოებზე, უმნიშვნელოვანესია თქვენი დახმარება ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს.

ვიცი, რომ თავს არ ზოგავთ, რათა თქვენი მისია წარმატებით შეასრულოთ და მზად ხართ, ამ მისიის შესასრულებლად, საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ თავდადებისთვის!“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

ღონისძიების დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს სამინისტროს სამკერდე ნიშნები, მადლობის სიგელები და სხვა წამახალისებელი ჯილდოები პირადად გადასცა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics