2016-09-26 17:06:44, 1548 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3345 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3132 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0213 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6247 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5947 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0300 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან