2016-09-26 21:24:51, 2219 ნახვა
მსოფლიო
LIBE-ს კომიტეტმა უკრაინის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა. უკრაინის ვიზალიბერალიზაციას კომიტეტის 38-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი ხუთი იყო. კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას. ცნობისთვის, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი 5 სექტემბერს დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო. არსებული პროცედურის თანახმად, კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხი, გაეკვეული დისკუსიების გავლით, ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ევროკავშირის რეგულაციაში #539/2001 შეტანილ იქნება ცვლილება და საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|