20:46 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 13:34:35, 755 ნახვა

პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: “ენმ” რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში, არ არის გამორიცხული ისევ ძველ ხერხებს მიმართოს

„ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში, ამიტომ არ არის გამორიცხული ისევ ძველ ხერხებს მიმართოს, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა გასარკვევია.

"ეს ჩანაწერი რეალური მეჩვენება, თუმცა გასარკვევია მისი ავთენტურობა. სააკაშვილისთვის რევოლუციური გზა წარმატებული გზაა. როცა ადამიანს სჭირდება ის ყოველთვის იმეორებს იმას, რამაც წარმატება ერთხელ მოუტანა. არ არის გამორიცხული მსგავსი ხერხი გამოიყენონ", - აღნიშნა საყვარელიძემ.

როგორც რამაზ საყვარელიძემ განმარტა, ხელისუფლებამ პრევენცია უნდა მოახდინოს.

"ამ ეტაპისთვის, პირველი პრევენცია, რომელიც განხორციელდა, ეს ჩანაწერების გასაჯაროებაა ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics