21:39 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 14:00:11, 1113 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: მნიშვნელოვანია , რომ ქართველი ინვესტორები ევროპულ სტანდარტებს გაეცნონ

მნიშვნელოვანია  რომ ქართველი ინვესტორები ევროპულ სტანდარტებს გაეცნონ, შექმნან ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე ექსპორტირების ახალი მარშრუტები; ქართველი ბიზნესმენების ჩართულობა აუცილებელია ადგილობრივი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში, ახალი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებისას,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა საჯარო დიალოგი  ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ, რომელსაც ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.  შეხვედრაზე   ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში, მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებსა და მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელეს.

მრგვალი მაგიდის ფორმატის დიალოგი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა  იმედი გამოთქვა, რომ  საჯარო დიალოგი  ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ ხელს შეუწყობს   კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას ახალი მარეგულირებელი გარემოს შექმნის პროცესში, რათა მათი ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

„წარმატებით დასრულდა ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების პირველი ეტაპი და დღეს მიმდინარეობს სახელისუფლებლო ინტიტუტებს შორის 2017-2020 წლებისთვის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების ახალი დღის წესრიგის შეთანხმების პროცესი.  ახალი დღის წესრიგი საკმაოდ ამომწურავი და ძალიან ამბიციურია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ინსტიტუტები, რეგულაციები და სტანდარტები ევროპულ ნორმებთან დაახლოების პროცესშია. ეს, პირველ რიგში, სასარგებლოა საქართველოს მოქალაქეებისათვის და, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ევროპული წესრიგის საქართველოში დამყარების მიზნით - რათა საქართველოს კანონმდებლობა და არსებული რეგულაციები დასავლელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგები გახდეს და გაუმჯობესდეს არსებული სტანდარტები, დამყარდეს კანონის უზენაესობის სტანდარტი ქვეყანაში, რაც საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად აქცევს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს საქართველოს ევროპეიზაციის თვალსაზრისით,"–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

https://ssl.gstatic.com/ui/v1/icons/mail/images/cleardot.gif გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია  კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით. მისივე თქმით, შექმნილია ინვესტორთა საბჭო, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განიხილება კანონმდებლობასა და რეგულაციებში დაგეგმილი ყველა ცვლილება. 

„ადგილობრივი ბიზნესასოციაციების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ჩვენ უკვე შევქმენით ინვესტორთა საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს და რომლის შემადგენლობაშიც ეკონომიკური პროფილის მინისტრები და დიდი ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წევრები არიან წარმოდგენილნი. საბჭოში განხილული იქნება კანონმდებლობასა და რეგულაციებში მოსალოდნელი ყველა ცვლილება. ასე რომ, მიმაჩნია, მრავალპლატფორმიანი დიალოგის ფორმატი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს გაუმარტივებს გარდამავალ პროცესს", - განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშემწყობი პროექტის მიხედვით, ხორციელდება  მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი, რომლის მიზანია–  კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი მაქსიმალური ჩართულობა  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში.

საქართველოს მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ხელსაყრელი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფა და კერძო სექტორის მხარდაჭერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესში.

პროექტის ფარგლებში,  მსგავსი ფორმატის შეხვედრები ასევე გაიმართება რეგიონებში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics