01:11 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 15:19:11, 1106 ნახვა

კომენტარი
ხმალაძე: 11 დღე დარჩა, შესაძლებელია, სხვადასხვა სუბიექტებზე რაღაცები გავრცელდეს, მართალიც და ტყუილიც

მსგავსი ჩანაწერების გავრცელებისგან სარგებელი შეიძლება მიიღოს ყველამ, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგია და ასეთი სუბიექტი ძალიან ბევრია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, არსებობს ისეთი კომპიუტერული პროგრამები, რომელთაც ძალიან მაღალი სიზუსტით შეუძლიათ ხმის იმიტირება, ამიტომ პირველ რიგში, ჩანაწერის ავთენტურობა ექსპერტიზის მეშვეობით უნდა დადგინდეს.

"არჩევნებამდე დარჩენილია 11 დღე. ამ პერიოდში შესაძლებელია, სხვადასხვა სუბიექტებზე,  სხვადასხვა რაღაცეები გავრცელდეს, მართალიც და ტყუილიც. ეს ზოგს კარგი პოზიციების მოსაპოვებლად ემსახურება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ის თუ როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს საზოგადოება. ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ვერავინ შეძლებს თავისი უკანონო სურვილების ასრულებას და ვერავინ შეძლებს რაიმე გადატრიალების მოხდენას", - განაცხადა ხმალაძემ.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ დანაშაულებრივ მოწოდებებს არავინ აჰყვება.

"დღევანდელი ინტერნეტ-ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობებს, რომ მსგავსი რამ თითოეულმა ჩვენგანმა, მეც, სხვა ცალკეულმა პირმაც ან ორგანიზებულმა დაჯგუფებამ გააკეთოს, ამასთანავე შეიძლება გააკეთოს სახელმწიფო სტრუქტურამაც. ვინც არ უნდა იყოს ამ ჩანაწერის შემქმნელი, ეს იქნება უკანონო მოქმედება. ერთადერთი კანონიერი მოსმენის შესაძლებლობა არის მაშინ, როდესაც მოსმენა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტარდება. ვისი გაკეთებულია ნამდვილად ვერ გეტყვით. კითხვა ისმის, ვის აძლევს ხელს ასეთი მოქმედება ანუ ვინ იღებს სარგებელს ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებისაგან. თუ ამას ხელისუფლება აკეთებს მაშინ ეს ურტყავს ხელისუფლებასაც. ჩვენთან ასეა, თუ რამე ცუდი მოხდა, მაგალითად სეტყვა ესეც არის ხელისუფლების ბრალი. ამიტომ, ჩემი აზრით ხელისუფლებას ასეთი მოქმედება არ უნდა აწყობდეს, მაგრამ ბევრ სხვა სუბიექტს შეიძლება აძლევდეს ხელს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სუს-მა ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics