02:32 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 18:27:42, 697 ნახვა

საზოგადოება
ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“ სახელმწიფო გადატრიალებას ემიჯნება

„რუსთავი 2“ სახელმწიფო გადატრიალებას ემიჯნება, - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, "რუსთავი2" იღებს და მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც გამომდინარეობს კანონიდან და როგორც არხი თავად თვლის საჭიროდ. ის მოუწოდებს პოლიტიკოსებს, გაემიჯნონ სახელმწიფო გადატრიალებას. ამასთან, გვარამია ამბობს, რომ "რუსთავი2" აუცილებლად ჩაატარებს ეგზიტპოლებს 8 ოქტომბერს და ზუსტად 20:00 საათზე გამოაცხადებს.

"ამ ეგზითპოლებში გაიმარჯვებს ის პარტია, რომელიც რეალურად გაიმარჯვებს. ეს ეგზითპოლები ემსახურება იმას, რომ ამომრჩევლის ხმები დავიცვათ. თუ ცესკოსა და ჩვენს კვლევას შორის იქნება სხვაობა, როგორც იმოქმედებან პოლიტიკოსები, ეს მათი გადასაწყვეტია," - განაცხადა გვარამიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics