10:45 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 23:16:43, 737 ნახვა

პოლიტიკა
კუბლაშვილი ბურჭულაძეზე: პოლიტიკაში ფინანსებისთვის მოდის, მას მხოლოდ საკუთარი ხელფასი აინტერესებს

პოლიტიკაში ფინანსებისთვის მოდის, მას მხოლოდ საკუთარი ხელფასი აინტერესებს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ის პაატა ბურჭულაძესთან ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის შესახებ რაიმე ტიპის საუბარს უარყოფს და ამბობს, რომ ბურჭულაძე "თავის გადასარჩენად იტყუება“. მან ბოდიში მოუხადა საკუთარ ამომრჩეველს, რადგან არსებული გაუგებრობის გამო, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

„ბევრი რამე შეიძლება, მოიგონოს პაატა ბურჭულაძემ, მაგრამ მემგონი, თვითონაც კი შერცხვა ეთქვა, რომ რაიმე მსგავსი საუბარი გვქონდა. არანაირი საუბარი არასდროს, არც დღეს, არც მანამდე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არ გვქონია. შესაბამისად, როგორც ჩანს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ფიქრობს, რა მოიტყუოს, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები თავისი პარტიის წევრების მიმართ, რომლებიც რაიონებში აგიტაციას ეწევიან მისი პარტიის სასარგებლოდ და მას აბსოლუტურად არ აინტერესებს ამ ადამიანების ბედი. მას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ხელფასი, მხოლოდ საკუთარი ფინანსები. ის პოლიტიკაში მოდის ფინანსებისთვის. ბევრი სხვადასხვა ჭორი მსმენია, მათ შორის მთავარი ჭორი იყო, რომ ნაციონალები გაერთიანდნენ ბურჭულაძესთანო და მიშა სააკაშვილის პროექტიაო, სხვები იძახიან რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტიაო. მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ჭორაობაა, რომელსაც არ უნდა ავყვეთ. გამოჩნდება, ვინ სად და როგორ არის,“ - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა
ჯაფარიძე - ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics