08:28 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 12:46:46, 1020 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: თუ ჩანაწერების ავთენტურობა დადგინდა, დავრწმუნდებით, რომ დაძაბულობა ხელოვნურად იქმნება

ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ დაძაბულობა ხელოვნურად იქმნება , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არეულობის რეალური საფუძველი არ არსებობს.  

„დემოკრატიულ საქართველოში არასოდეს არ იქნება ერთი და იგივე პოლიტიკური სიმპათიები. არჩევნები იმისთვის არის, რომ მოსახლეობამ მისცეს ხმა იმ პარტიას, რომელსაც მისთვის მისაღებად მიიჩნევს. მე ვფიქრობ, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების საშიშროება არ არსებობს. თუკი დადგინდება ავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა, ეს კიდევ ერთხელ დაგვარწუმებს, რომ არის სისტემური მცდელობები, დაძაბულობის ხელოვნურად შესაქმნელად. არეულობის რეალური საფუძველი არ არსებობს. დარწუმებული ვარ, რომ სამართალდამცელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოხდეს პრევენცია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ დაკითხვაზე დაიბარა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics