20:13 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 13:07:57, 551 ნახვა

სხვადასხვა
გიორგი კვირიკაშვილი შიმონ პერესის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს. 

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელის ერთ-ერთი გამორჩეული შვილის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის, შიმონ პერესის გარდაცვალების გამო. შიმონ პერესი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა ისრაელის ისტორიაში. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში; თანამედროვე ისრაელი სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული. იგი იყო პოლიტიკოსი, რომელმაც კარგად იცოდა მშვიდობის ფასი და დაუღალავად იბრძოდა ადამიანების სიმშვიდისათვის. შიმონ პერესმა მისი მოღვაწეობის შედეგად შექმნა მყარი ფუნდამენტი მშვიდობისა და სტაბილურობის შემდგომი განმტკიცებისთვის ისრაელსა და რეგიონში. ამ რანგის პოლიტიკური ფიგურების არსებობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე მსოფლიოსათვის და გვჯერა, მისი მემკვიდრეობა იქნება სამაგალითო გამოცდილება მომავალი სახელმწიფო მოღვაწეებისა და ახალი თაობებისთვის. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მეგობარი ქვეყნის - ისრაელის მთავრობასა და ხალხს ამ დიდი დანაკლისის გამო", - აღნიშნკა გიორგი კვირიკაშვილი. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics