08:55 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 13:25:13, 927 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აგულაშვილი: პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, ხელისუფლება უკანონო გზით ჩაიგდოს ხელში, პოლიტიკიდან უნდა მოიკვეთოს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება.

როგორც აგულაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, თუ  2003 წლიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებს გაითვალისწინებს, ვის ახასიათებდა და ახასიათებს პროვოკაციები, ფიქრობს, რომ ეს  მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის ნაწილია:

"წმინდა სამართლებრივად თუ შევაფასებთ ამ საკითხს, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო შეაფასებს და ირწმუნებს, ან არ ირწმუნებს იმ მტკიცებულებებს,  რომელიც წარდგენილი უნდა იყოს როგორც წესი სასამართლოში. მაგრამ მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, კითხვის ნიშნები არ მაქვს. ჩემთვის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ინდივიდი პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, რომ ხელისუფლება უკანონო გზით ჩაიგდოს ხელში, ხელი შეუშალოს ქვეყნის სტაბილური განვითარების, დემოკრატიულად განვითარების გზას, უნდა მოიკვეთოს ქართული პოლიტიკიდან კანონის მთელი სიმკაცრით.

პირადად ჩემთვის, კითხვის ნიშნებს არ ბადებს, თუ გავითვალისწინებთ 2003 წლიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებს, ვის ახასიათებდა და ახასიათებს პროვოკაციები, ჩემთვის ეს არის მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის ნაწილი",-აღნიშნა აგულაშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

მედიით გავრცელებულ  ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics