06:58 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 14:00:14, 623 ნახვა

ჯაფარიძე: ბურჭულაძე, რომელიც თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდის, ხელფასის სახით 60 ათას ლარს იღებს

პაატა ბურჭულაძეს აინტერესებს მხოლოდ ფული საკუთარი ჯიბისთვის. ამ გაჭირვებული პარტიიდან და ბლოკიდან პაატა ბურჭულაძე, რომელიც თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდის, ყოველ თვე ხელფასის სახით იღებს 60 ათას ლარს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, პაატა ბურჭულაძის განცხადება, რომ „გირჩს“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, სიცრუეა.

„სჭირდებათ რაღაც მიზეზი, რომ დაასახელონ, აიღეს ყველაზე მარტივი და ბანალური მიზეზი,  ჩვენ თითქოს ბიძინა ივანიშვილისაგან ვფინანსდებით. სინამდვილეში შეხვედრას, რომელზეც მე გუშინ მოვყევი,  ესწრებოდა 30-მდე ადამიანი და იმ შეხვედრაზეც ჩანდა, რა იყო მიზეზი. მიზეზი იყო ულტიმატუმი, რომელიც მე წამომიყენა ბურჭულაძემ და მომცა ერთ საათიანი ვადა, რა ვადაშიც უნდა მომეტანა რაღაც ფინანსები, სხვა შემთხვევაში ის აპირებდა, „გირჩის“ წევრები ამოეშალა სიიდან, რაზეც მე ვუთხარი უარი და უარი ვუთხარი იმაზეც, რომ  თვითონაც დავრჩენილიყავი სიაში”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძეს აინტერესებს მხოლოდ ფინანსები და არ აინტერესებს არც საქართველო, არც რეფორმები და საერთოდ არაფერი.

„მაღალი ალბათობით პაატა ბურჭულაძე ამ არჩევნებზე იშოვის ბევრ ფულს და გაქრება პოლიტიკიდან. ადრე მისი ასეთი ინტერესი ფინანსების მიმართ არ შეგვიმჩნევია, რადგან როდესაც ჩვენ მათ შევუერთდით დაგვხვდა ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის ფინანსური პრობლემები. ათობით ათასი კოორდინატორი, რომლებსაც ხელფასები არ ჰქონდა აღებული. ჩვენ ვეცადეთ, რომ აგვეწყვო ფინანსები, შეგვეჯერებინა ჩვენი პროგრამები, საბოლოო ჯამში დამთავრდა ყველაფერი იმით, რომ ამ ადამიანს აინტერესებს მხოლოდ ფული საკუთარი ჯიბისთვის. ამ გაჭირვებული პარტიიდან და ბლოკიდან პაატა ბურჭულაძე, რომელიც ვერ უხდის თანამშრომლებს ხელფასებს, ყოველ თვე ხელფასის სახით იღებს 60 ათას ლარს."გირჩს" და მე ვერავინ ვერასდროს დაგველაპარაკება ასეთი ტონით, არც ერთი საპარლამენტო ადგილი არ გვიღირს იმად, რომ ვინმე ასეთი ტონით გველაპარაკოს და გვაშანტაჟოს”, - აღნიშნ ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას აპირებს თუ არა ბურჭულაძის პარტიის დატოვებას გიორგი ვაშაძის მოძრაობა, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„გუშინ ვესაუბრე ვაშაძეს და ჯერ კიდევ ფიქრობდა. დღეს არ მქონია კომუნიკაცია და არ ვიცი რას აპირებს. რაც შეეხება სიიდან ამოშლას ოფიციალურად, სიიდან ჩვენ მხოლოდ ცალმხრივად, ბურჭულაძის პარტია ვერ ამოგვშლის, რადგან ბლოკია და ორ სუბიექტიანია. არ ვიცი ისინი რას იზამენ, მაგრამ ამას ჩვენ გავაკეთებთ და ცესკო-ს დღესვე მივმართავთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics