05:53 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 10:24:46, 672 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებს შეხვდა

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებს შეხვდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და ერთგვარი გაგრძელება იყო იმ თემატურ ჯგუფებთან გაცნობის, რომელსაც ზურაბ პატარაძე მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ ახორციელებს. ზურაბ პატარაძე ექიმებს ახალი ინიციატივების და პროქტების შესახებ ესაუბრა, რომელთა განხორციელებაზე მუშაობა უკვე მიდის და სულ მალე რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ასეთ პროექტებში ზურაბ პატარაძემ დაასახელა მახინჯაურში მოზიდული ახალი ინვესტიცია, რომელიც სანატორიუმის მშენებლობას ითვალისწინებს და ხელს შეუწყობს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე.

რეგიონის პირველმა პირმა ისაუბრა ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაწყებულ პროექტზე, კერძოდ სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკური ცენტრების შექმნაზე, რომელთა საშუალებით გლეხსა და მომხმარებელს შორის შუამავლის როლს სახელმწიფო აიღებს, რითაც ხელს შეუწყობს სოფლის პროდუქტების ევროპული სტანდარტებით გასაღებას. ზურაბ პატარაძემ ექიმებს ჯანდაცვის მიმართულებით გაზრდილი ბიუჯეტის და პროგრამების შესახებაც ესაუბრა. სამშობიარო სახლის ექიმებმა მთავრობის თავმჯდომარეს თავიანთი პრობლემებიც გააცნეს და ერთად განიხილეს ამ პრობლემების მოგვარების გზები. შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა. მთავრობის თავმჯდომარე მსგავსი თემატური შეხვედრების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics