08:57 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 10:30:19, 1259 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ანაკლიის პორტის საკითხზე იმსჯელებენ

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ანაკლიის პორტის საკითხზე იმსჯელებენ.

პრემიერის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაო უკვე დასრულებულია და  მთავრობის  მიერ დამტკიციების შემთხვევაში,  ხელშეკრულებას ხელი მოეწერება.

კვირიკაშვილის თქმით, ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში,  წლის ბოლომდე  სამუშაოების დაწყება შესაძლებელი იქნება:

"ანაკლიის პორტს რაც შეეხება, ეს არის საკითხი, რომელზეც 2 წელია მიდის მუშაობა. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ჩართულია ყველა უწყება უწყებათაშორის კომისიაში და ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაო დავასრულეთ, რაც ნიშნავს, რომ დღეს მთავრობაზე გამოაქვს ეკონომიკის სამინისტროს ეს საკითხი და მთავრობის დამტკიციების შემთხვევაში, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას და წელს შესაძლებელი იქნება წლის ბოლომდე უშუალოდ სამუშაოების დაწყება. რაც გულისხმობს რომ 3 წელიწადში შესაძლებელი იქნება პირველი კომპონენტის დასრულება. პირველი კომპონენტის მიხდვით ქვეყნის გამტარუნარიანობა კონტეინერების ნაწილში ორმაგდება. 3 წელიწადში პორტი დაიწყებს ფუნქციონირებას და ათასობით ადამიანს დაასაქმებს. ინვესტორის მხრიდან ჩადებულია ვალდებულებები, რომ მან გააკეთოს მოსამზადებელი ტრენინგცენტრი, ადგილობრივი მოსახლეობის მოსამზადებლად, რომლებიც შემდგომში დასაქმდებიან პორტში, ასევე იქნება ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტი, სპორტული მოედნები, ანუ მთელი ინფრასტრუტურის შექმნაა გათვალისწინებული კერძო ინვესტორის მხრიდან და ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი, რომელიც გახლავთ სივრცითი მოწყობის პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მთლიანად შეცვლის ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს და ასევე ეკონომიკურ ლანდშაპტს საქართველოში. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ პროექტზე მარტო საქართველოში, 586 მილიონი დოლარის ინვესტირებაა გათვალისწინებული", - განაცხადა პრემიერმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics