05:51 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 14:53:40, 1341 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წიკლაური: იმ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ, რომ მთელი საზოგადოებისა და მედიის თვალწინ სუს-ის შენობაში ვიარო

 "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღის წერგიში კვლავ რჩება. თუმცა, როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნუგზარ წიკლაურმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, სუს-ში მისვლას ისევ  არ აპირებს. მაგრამ, წიკლაურის განმარტებით,  თუ გამომძიებლები მიაკითხავენ, ოღონდ ისე, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელს არ შეუშლიან, მათთან ითანამშრომლებს.

წიკლაურის  თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ძალდობრივი ქმედება არასოდეს დაუგეგმავს და არც აპირებს. ნუგზარ წიკლაური ამ ყველაფერში პოლიტიკურ სარჩულს  ხედავს:

"არაფერი გადამიფქრებია. თქვენ იცით, რომ 3-ჯერ იყო მსგავსი აბსურდული ბრალდებით აღძრული საქმე. ერთი ეს იყო ჭიკაიძის ე.წ. საბურქავების  საქმე, როცა შეთქმულების მუხლით აღიძრა საქმე. შემდეგ "რუსთავი2"-თან დაკავშირებული მოვლენების დროს, ასევე აღძრეს კიდევ სამართლებრივადუ სრულიად უსაფუძვლოდ  საქმე. არც ერთი ეს საქმე არ არის გამოძიებული. ამ საქმეების შესახებ საზოგადოებას არ აქვს არავითარი ინფორმაცია. იბადება  შეკითხვა- რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ ამ საქმეებს არ აქვს საფუძველი. იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ გეგმავს, არც არასდროს დაუგეგმავს,  ასეთი ფაქტის შესახებ ვერავინ გვეტყვის, რაიმე ძალადობრივი ქმედება. განსხვავებით "ქართული ოცნებისგან" , კორცხელი მართლა იქცა მათი პოლიტიკური საქმიანობის სიმბოლოდ. ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე კარგად ორკესტრირებული თავდასხმა შარშან.  ახლა წამოიწყეს მესამე საქმე. ვითომდა რაღაცა შეთქმულების საქმე და სრულიად გასაგებია, რომ პოლიტიკური საფუძვლის გარდა, ამ საქმეს არ აქვს არანაირი სამართლებრივი ფუნდამენტი, ასე რომ,  ხელისუფლებას სურს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ნაცვლად, ჩვენ ვიაროთ დაკითხვებზე და  მთლიანად ყურადღება იყოს გადატანილი ამ ძალიან მოგონილ მასკარადზე.  ამ სიამოვნების შესაძლებლობას ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერ ძალიან გაკოტრებულ "ქართულ ოცნებას" ვერ მივცემთ. ჩვენ დავდივართ  ხალხთან, ვაწყობთ კარდაკარს, ვხვდებით ასიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ვუხსნით ჩვენს ეკონომიკურ პროგრამას, პოლიტიკურ პროგრამას, ეკოლოგიის გაჯანსაღების გზებზე  ვესაუბრებით, საქართველოს ადგილზე საერთაშორისო თანამეგობრობაში, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად ვექტორებზე, ხოლო მათ უნდათ ველაპარაკოთ თითიდან გამოწოვილ რაღაცა აბსურდებზე, ვითომ და ქვეყანაში  რაღაცა ხდება. ესაა მათი ამოცანა და მათ ამოცანის შესრულებაში ვერ მივეხმარები ვერავითარ შემთხვევაში. ამიტომაც, ამ ფარსში მონაწილეობას ვერ მივიღებ",-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე მტკიცებით, დაკითხვებზე დაბარების მიზანია, წინასაარჩევნო  კამპანიაში შეუშალონ ხელი:

"რადგან ხედავენ  თვით ამ დღეებშიც კი, კატასტროფულ ვარდნას თავისი რეიტინგის, მათ არ უნდათ, რომ ჩვენ ხშირი შეხვედრები  გვქონდეს ხალხთან და ავუხსნათ  ჩვენი პროგრამის ძირიტადი მიმართულებები. მიუხედავად ამისა, მე ვუთხარი სუს-ის წარმომადგენელს, რომ თვით ისეთი სახელგატეხილი უწყების წარმომადგენელსაც კი, როგორიც ის ბრძანებდოდა, მივცემ პასუხებს შეკითხვებზე, ოღონდ იმ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მივანიჭებ, რომ ვიარო სუს-ის შენობაში მთელი  საზოგადოებისა და მედიის თვალწინ. ამოტომ, მობრძანდნენ, თუ რამე შეკითხვები აქვთ, გავცემ პასუხს, ისე, რომ არ შემიშალონ ხელი სარჩევნო კაპმანიაში, მათ ეს პასუხები არ აინტერესებთ. ამიტომაც არ მოდიან ოფისში. აქ რომ მართლა რაიმე შეთქმულებაზე იყოს საუბარი, მართლა რაიმე სახელმწიფო გადატრიალების ნიშნებზე იყოს საუბარი, როგორ წარმოგიდგენიათ, სახელწმიფო  უშიშროების სამსახური არ მოდის და არ უტარებს დაკითხვას იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულები არიან ასეთ დანაშაულში. მაგრამ  ყველასთვის და მათ შორის სუს-ის თანამშრომლებისთვისაც ცნობილია, რომ მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დანიშნულება და ამიტომაც თავს არიდებენ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მოსვლას. ვფიქრობ, ყველაფერი არის თეთრი ძაფით  ნაკერი და ამთ ჰგონიათ,  საზოგადოება და ხალხი სულელია და კიდევ ერთხელ შეძლებენ ადამიანების მოტყუებას.ის დრო დამთავრდა, ახლა 2016 წელია და  მთელი ხალხი არის სავსე იმ განცდით, იმ გრძნობითა და იმ სულისკვეთებით, რომ ეს უსაქმურები, მუქთახორები, ბიუჯეტიჭამიები  უნდა მოშორდნენ ქვეყანას, რადგან მათ საქართველო დაწიეს უკან. ამ განწყობას ვერანაირი პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეები ვერნ შეცვლიან",-აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics