01:22 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 15:45:39, 611 ნახვა

საზოგადოება
სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება

სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება. ინვესტორი ქართულ-ირანული კომპანია GEOPARS-ია, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სოფელ სუფსაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა. პრივატიზაციის ხელშეკრულება, GEOPARS-სა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა.

ხელმოწერის ცერემონიას და პროექტის პრეზენტაციას "ქარვასლაში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს პროექტის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ პროექტს, ისევე, როგორც ყველა მსგავს წამოწყებას, საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ექნება.

პრემიერმა, ირანში გასულ წელს, ვიცე-პრემიერის რანგში ოფიციალური ვიზიტი გაიხსენა, სადაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაურის თქმით, სხდომის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება იყო და შედეგიც სახეზეა, რაზეც ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობის უმსხვილესი პროექტი მიუთითებს.

„ამ მასშტაბის პროექტს, რა თქმა უნდა, თან ახლავს დასაქმების ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი და მოხარული ვარ, რომ, როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს არის 800 შეძლებული და წელში გამართული ოჯახი საქართველოში, რაც უმნიშვნელოვანესია. რა თქმა უნდა, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება და მისი შედეგები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ პროექტის პრეზენტაცია ისტორიულ „ქარვასლაში" გაიმართა, რომელიც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და მისი სავაჭრო-სატრანზიტო ფუნქციის სიმბოლური გამოხატულებაა.

„მისასალმებელია, რომ დღეს ჩვენ ვიხილავთ პროექტს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ფუნქციას და განამტკიცებს საქართველოს როლს რეგიონში, როგორც ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებისთვის, ევროპისკენ მიმავალი უმოკლესი მარშრუტისა. ძალიან მისასალმებელია, რომ ვიხილავთ პროექტს, რომელიც ხაზს უსვამს არა მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციას, არამედ საქართველოს, როგორც მწარმოებელი, ინდუსტრიული ქვეყნის, რუკაზე გაჩენის მნიშვნელოვან მოვლენას, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტით. მით უმეტეს, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რაც იძლევა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს რეგიონის ქვეყნებისთვის და ამ შემთხვევაში ირანისთვის, რომ შექმნას საქართველოში საწარმოო ზონები, სადაც შემდგომ, ევროპის მიმართულებით ექსპორტის შესაძლებლობები გაჩნდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მოწვეულ სტუმრებს, კომპანია GEOPARS-ს, ასევე - საქართველოს ელჩს ირანში და ირანის ელჩს საქართველოში, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics