03:08 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 18:34:31, 628 ნახვა

საზოგადოება
ღვინის კვირეულის ფარგლებში მარნეულში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში,   ქალაქ მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, ღვინის ფესტივალი გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  საზეიმო ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები  და ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები დაესწრნენ. 

მათივე ცნობით, ღვინის ფესტივალი სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მისასალმებელია, რომ წელს ღვინის დღე  მარნეულში პირველად აღინიშნება.   
„მარნეული საქართველოსთვის გამორჩეული ადგილია როგორც  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით, ასევე არქეოლოგიური აღმოჩენებით - სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთებისა და სხვა არქეოლოგიური მასალის აღმოჩენით.   აქ  მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს. დღევანდელ ზეიმს ესწრება ბევრი ახალგაზრდა და ენთუზიაზმით აღსავსე ღვინის მწარმოებელი, რაც ადასტურებს ადგილობრივების მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობისადმი დიდ ინტერესს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვემო ქართლის რეგიონს ღვინის ტურიზმის განვითარების  დიდი პოტენციალი აქვს და მისი ათვისება მაქსიმალურად უნდა მოხდეს.

ღვინის ფესტივალის ფარგლებში,  სტუმრებს  ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიებისა და მცირე, ოჯახური მარნების მიერ წარმოებული პროდუქციის  დაეგემოვნებისა და შეძენის საშუალება ჰქონდათ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - ღვინო, ხილი, ბოსტნეული, ნუგბარი, ჩაი, თაფლი და ა.შ ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მარნეულის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატების პრეზენტაცია,  არქეოლოგიური მასალის ფოტოგამოფენა და სპორტული შეჯიბრებები. საზეიმოდ მოხდა საწნახელში  ყურძნის დაწურვა, თათარის მოდუღება და ჩურჩხელების ამოვლება.

ღონისძიება ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ასოციაცია ქართული ღვინის  ორგანიზებით ჩატარდა.

ცნობისთვის, საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით, ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში ძვ. წ. მე-6 ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ვაზის კულტურულ სახეობას - "Vitis Vinifera Sativa”-ს მიაკუთვნეს. კულტურული ვაზისა და ღვინის უძველესი კვალი აღმოჩენილია დანგრეული გორის მეზობლად მდებარე ნეოლითური ხანის სხვა ნამოსახლარებშიც (შულავერის გორა, გადაჭრილი გორა, ხრამის დიდი გორა, არუხლოს გორა, ხიზანაანთ გორა და სხვა). ვაზის წიპწების გარდა, ნაპოვნია კულტურული ხორბლისა და პარკოსნების ნაშთები, სამეურნეო იარაღები და თიხის ჭურჭელი, რითაც მტკიცდება, რომ ძვ. წ. VI-V ათასწლეულში, ნეოლითის ხანაში, აქ დასახლებული ადამიანი უკვე განვითარებულ სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის – მევენახეობასა და მემარცვლეობას ეწეოდა.

(NS) 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics