03:15 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 21:19:16, 749 ნახვა

პოლიტიკა
„ჩვენ არ მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს, რაც სურს „ოცნებას“ და არც ორპარტიულს, რაც უკვე სურთ „ოცნებას“ და „ნაციონალებს“

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვერ და არ მივიღებთ ორ პარტიას, ერთმანეთთან დარჩენილს, როგორც ეს სურს უკვე ერთად "ოცნებას" და "ნაციონალებს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გლდანში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"რესპუბლიკური" პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ 8 ოქტომბერს არჩევანი იქნება ქვეყნის სასიკეთო.

"ვხედავთ მოსახლეობის, ერთის მხრივ, უკმაყოფილებას, იმიტომ რომ ელოდნენ ამ ოთხ წელიწადში გაცილებით მეტს, მეორეს მხრივ კი ვხედავთ იმას, რომ მათ იმედი აქვთ უკეთესი მომავლის. ჩივიან იმაზე, რომ არჩევანის გაკეთება ზოგჯერ ჭირს, რადგან ბევრი პოლიტიკოსია, მაგრამ მე მგონია 8 ოქტომბერს არჩევანი იქნება ქვეყნისთვის სასიკეთო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს, როგორც ეს სურს "ქართულ ოცნებას". მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვერ და არ მივიღებთ ორ პარტიას, ერთმანეთთან დარჩენილს, როგორც ეს სურს უკვე ერთად "ოცნებას" და "ნაციონალებს", დარწმუნებული ვარ ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელშიც გაკეთდება საქმე და რომელიც არ იქნება თავშესაფარი ადამიანების, რომლებმაც სხვა საქმე მოილიეს ან არ აინტერესებთ პოლიტიკა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics