04:16 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 21:54:12, 800 ნახვა

პოლიტიკა
„იმედის“ კვლევა: „ქართული ოცნება“ - 32,7%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 12,8%

ტელეკომპანია „იმედმა“ სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. კლვლევა JPM-მა იმედის დაკვეთით მოამზადა. კვლევა 16-24 სექტემბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1187-მა ადამიანმა მიიღო.

კითხვაზე, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, გამოკითხულთა 61%-მა დადებითი პასუხი გასცა.

იმედის დაკვეთით ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაში 5%-იან საარჩევნო ბარიერს მხოლოდ ორი პარტია, ქართული ოცნება 32,7%-იანი მხარდაჭერით და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 12,8%-იანი მხარდაჭერით ლახავენ.

კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას JPM-ის შედეგები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 32,7%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 12,8%
თავისუფალი დემოკრატები - 3%
ლეიბორისტულ პარტიას - 2,9%
სახელმწიფო ხალხისთვის - 3%
პატრიოტთა ალიანსი - 2,2%
პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის - 2,1%
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 1,7%
უსუფაშვილი - რესპუბლიკელები - 0,7%
მრეწველები - 0,3%
არ ვიცი/უარი პასუხზე - 41,3%
სხვა პარტიები - 0,1%

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-მა ჩაატარა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics