03:13 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 00:43:02, 828 ნახვა

სპეციალური ანონსი
30 სექტემბრის სპეციალური ანონსი

30 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ”-ში, კრეატიული იდეების სემინარი გაიხსნება.

30 სექტემბერს, 10:00 საათზე, "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენციაზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს.
თემა: პარტიის წევრებზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის გახშირებული ფაქტები
მისამართი: აღმაშენებლის 150
საკონტაქტო ინფორმაცია: 551 66 25 25

30 სექტემბერს, 10:30 საათზე, ,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში, დასაქმების ახალი, ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება. 
მისამართი: ბაგები, ჭავჭავაძის 82 (სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ბიუროს ამოსახვევი)

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართება.
საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე - 598 14 11 51

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ”ჰუალინგ თბილისში”, "რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრის" (RCC) ორგანიზებით, თბილისის უსაფრთხოების კონფერენცია - "შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწევევები" გაიმართება, რომელსაც ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ გახსნის. 
საკონტაქტო პირი: გიორგი თაქთაქიშვილი - 577 73 34 44 

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი-მარიოტში“, CRRC-საქართველოს და ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზებით, კვლევის - „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

30 სექტემებერს, 11:00 საათზე, “ფრონტლაინ საქართველოს” ოფისში, „ADAMI მედიის პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ პრესკონფერენციას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე და ADAMI მედიის პრიზის პროექტის კოორდინატორი მარი ხოხლენკო კალტრაიდერი.
მისამართი: ლადო ასათიანის ქ. # 62 

30 სექტემბერს, 12:00 საათზე , თელავში (ერეკლეს მოედანი), სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ღვინის კვირეულის ფარგლებში, ღვინის ფესტივალს „თელავინო 2016" გახსნის.
საკონტაქტო პირი: თაკო გოდერძიშვილი - 577 08 00 87

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, ორფოლოს პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების „ფარი 2016“ დახურვის ცერემონიალი გაიმართება.

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, ვაკის პარკში „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ვაკის #2 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე ბრიფინგს გამართავს. 

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტურო „ჰოლიდეი ინში“, ჩატარდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა საქართველოს უმაღლესი განთლების სისტემის მიერ საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პერსპექტივების შესახებ. კვლევის შედეგებს წარადგენს PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარი და განათლების ექსპერტი ანა ჟვანია. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა. 

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტურო „ჰოლიდეი ინ“-ში, კვლევის, ”Study in Georgia: საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივები“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრება.

30 სექტემბერს, 13:00 საათზე, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ დიდუბის მე-15 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი მოსახლეობასთან ერთად აქციას გამართავს. 
თემა: ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე არსებული საშენი მასალებისგან გამოწვეული ეკოლოგიური საფრთხე.
მისამართი: თბილისი, აგლაძის ქუჩა N 34
საკონტაქტო ინფორმაცია: 591 51 99 51, 592 55 77 55, 551 66 25 25

30 სექტემბერს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის ივლიანე წულაიას წინააღმდეგ, მთაწმინდის რაიონის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციას გამართავენ.
საკონტაქტო პირი: მარიამ ბაციაშვილი - 558 12 34 12

30 სექტემბერს, 15:00 საათზე, „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ მსოფლიო პოლიციის ასოციაციის IPA-ის ეგიდით, საქართველოს პოლიციის ასოციაციას აფუძნებს და დასასწრებად სამართალდამცველებს იწვევს. 
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებელის #61

30 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს დოკუმენტურ ფილმს „საარჩევნო გარემო 2016“. 
მისამართი: თბილისი, მელიტონ ქანთარიას ქ. 11ა, 0 სართული.

30 სექტემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი საჯარო დებატებს გამართავს თემაზე: “არჩევნები და ინკლუზიური საარჩევნო გარემო”.

30 სექტემბერს, 18:30 საათზე, ბლოკ ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა კაციტაძე ოლქის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.
მისამართი: პეკინის 6 (იოსებიძის ქუჩის ბოლოში, კვირიკეს ეკლესიის მიმდებარედ, ფეხბურთის სტადიონთან). 
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 55 29 49 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics