21:45 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 16:45:03, 564 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი რომის პაპს პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში რომის პაპს ფარნცისკეს პირისპირ შეხვდა.

შეხვედრისას საუბრი საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის მნიშნელობას შეეხო, რომელსაც მომავალ წელს 25 წელი უსრულდება.

ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს როლს, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მისიას ასრულდებდა ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგის პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება წმინდა საყდრის გადაწყვეტილებას ვატიკანში წმინდა ნინოს მონუმენტის აღმართვის თაობაზე, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული მტკიცე და ურყევი კავშირისა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს მადლობა გადაუხადა წმინდა საყდრის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების გავლების გამო, იქ მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან ერთმანეთთან კომუნიკაციის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას.

„სისტემატიურად ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლებები. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და ოჯახებში. ისინი ყოვედღლიურად ჰუმანიტარული პრობლემების წინაშე დგანან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს ოჯახის წევრები წარუდგინა და საჩუქრების გაცვლის ცერემონია გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა რომის პაპს წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწულმოქმედი ფერწერული ხატის ასლი უსახსოვრა.

თავის მხრივ, რომის პაპმა პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა მაესტრო პატრიციო და სკიულოს მიერ შესრულებული ნახატი, რომლზეც გამოსახულია რომის შვიდი ეკლესია და პილიგრიმები. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics