00:21 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 17:23:24, 1434 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ყველამ ერთხმად მხარი დავუჭიროთ შალვა კიკნაველიძეს

ყველამ ერთხმად მხარი დავუჭიროთ შალვა კიკნაველიძეს - ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონის მოსახლეობას.

"ჩვენ მოვედით თქვენთან იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებიც ხმალამოღებულნი, გულისხმიერნი, გულანთებულნი იბრძოლებენ თქვენი ინტერესების დასაცავად და ეს არის შალვა კიკნაველიძე.

შალვა არის, მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარლამენტარი, რომელსაც ერთი დღე არ დაუტოვებია აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ დაესვა და გადაეჭრა საკითხები. ამიტომ ის იმსახურებს მანდატს, ნდობას თითოეული თქვენთაგანისგან. მე დარწმუნებული ვარ, ის ამ ნდობას მიიღებს. ვინაიდან ბევრი ადამიანი იჩემებს ჩვენს მხარდამჭერობას, მინდა გითხრათ, ყველას ვისაც ქართული ოცნების მხარდაჭერა უნდა, ვისაც აქვს სურვილი და დარწმუნებული ვარ ასეთი ბევრია, შემოხაზოს 41, ყველამ ერთხმად მხარი დავუჭიროთ შალვა კიკნაველიძეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, მოქალაქეობრივად, პასუხისმგებლობის გრძნობით მივიდნენ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირონ უკეთეს, გაჩირაღდნებულ, აგუგუნებულ საქართველოს.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics