04:50 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 16:54:41, 683 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: არავის მივცემთ უფლებას, მშვიდობიანი გზით მოპოვებული თავისუფლება ძალადობის რეჟიმში გადაიყვანონ

დღევანდელი დღე სიმბოლურია, რადგან 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არჩევნების, დემოკრატიული გზით მოვიდა, - ამის შეხახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური შტაბის უფროსმა კახი კალაძემ, დიღომში, ამომრჩევლებთან  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახი კალაძის თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება პირველ ოქტომბერს დაწყებული დემოკრატიული გზის გაგრძელებას ნიშნავს.

„ძალიან მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, ამდენ თანამოაზრეს, მხარდამჭერს. პირველი, რაც მინდა გთხოვოთ ყველას, ეს არის ის, რომ 8 ოქტომბერს უნდა გავერთიანდეთ. ყველაფერი უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენთაგანმა იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს, ყველას მოვკიდოთ ხელი და მივიყვანოთ საარჩევნო ყუთებთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წარმატება, ჩვენი გამარჯვება. ეს არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“, მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება. პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება 8 ოქტომბრის არჩევნებში ნიშნავს იმ დემოკრატიული გზის გაგრძელებას, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერს დავიწყეთ. დღეს სიმბოლურია, რომ ჩვენ ყველა აქ შევიკრიბეთ. დღეს 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ არჩევნების გზით, დემოკრატიული გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, მოვედით ხელისუფლებაში“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ მშვიდობიანი გზით მოპოვებული თავისუფლება ისევ ძალადობის რეჟიმში გადაიყვანოს.

„დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაღაც გარკვეული რევოლუციების მოწყობა უნდათ გარკვეულ ჯგუფებს. მე მინდა დაგამშვიდოთ ყველა, რომ არავის არაფერი არ გამოუვა. ეს დრო ჩაბარდა წარსულს. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მშვიდობიანი გზით მოპოვებული თავისუფლება ისევ ძალადობის რეჟიმში გადაიყვანონ. ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში დააბრუნონ მოძალადეები, ქვეყანაში დააბრუნონ ის ადამიანები,ვინც ძალადობდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. არასდროს არ დაბრუნდება საქართველოში ის დრო, ის ხელისუფლებები, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებზე იძალადებენ. ჩვენი მთავარი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება“,-განაცხადა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. 

„ზუსტად პარტია „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერის, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით არის ის ერთადერთი უალტერნატივო ძალა ქვეყანაში, ვისაც შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ, ჩვენი ერთად დგომით, ჩვენი ერთსულოვნებით, დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას თქვენთან ერთად. მთავარია, ვიყოთ ერთად, როგორც დღემდე. ჩვენი ერთსულოვნებით, სიმტკიცით აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. მინდა,  გისურვოთ წარმატებები, გისურვოთ, რომ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი თითოეული ჩვენგანისთვის“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics