08:35 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 20:29:40, 926 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: რუსი დეპუტატების აღფრთოვანება 6 ადგილით, რომელიც ინაშვილმა მოიპოვა, გადაჭარბებულია

 „თუ იმას მოვუსმენთ, რას ამბობს ინაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თავისი წარმომავლობის შესახებ, სერიოზულად ამ პარტიის აღქმა მარტო რუს დეპუტატებს და ქართველი ამომრჩევლის იმ ნაწილს შეუძლია, ვინც ხმა ერაკლე მეფის, დავით აღმაშენებლის და მაჰმადის ერთდროულ შთამომავალს, ბატონ თარხან-მოურავს მისცა“,  - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა "ესქსპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, „რუსი დეპუტატების აღფრთოვანება, იმ 6 ადგილით, რომელიც ირმა ინაშვილმა მოიპოვა, გადაჭარბებულია“.

"6 კაცი, თან აქ ხარისხზეც არის ლაპარაკი, მაინც და მაინც გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას" მას აქვს დეკლარირებული პროდასავლური კურსი და მათ იმით მიაღწიეს წარმატებას, რომ თქვეს "ჩვენ არ გვჭირდებიან "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები"" ევროპასთან სალაპარაკოდ. ვიღაცამ ეს დაიჯერა. მათ გაცემული აქვთ პირობა და თუ ისინი ამ კურსს გადაუხვევენ, ეს ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება. არ მგონია, რომ "ოცნება" ამ კურსს გადაუხვევს, მაგრამ მათ რიგებში რომ არიან პრორუსულად განწყობილი ცალკეული პიროვნებები, ამაში ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ სახელებით და გვარებით ვიცი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველო ამერიკული და ევროპული ფულით რუსეთისკენ გაუხვევს, რამე არ შეეშალოს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ვერ გააუმჯობესებს, სანამ ისინი ოკუპანტები არიან.

"შეიძლება იყოს მცდელობა, რომ მოიხსნას ვიზები, გაიზარდოს ვაჭრობა, ტურიზმი, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა ვერ აღდგება. ჩვენი ახალგაზრდობა ელოდება ევროინტეგრაციას და ძალიან გვიხარია, რომ ქუთაისიდან მილანში 9 ევროდ შეგვიძლია გავფრინდეთ, ამიტომ არ გვაღელვებს 200 ევროიანი რეისები მოსკოვში", - აღნიშნა ბერძენიშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში.

 

ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics