21:13 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 14:37:16, 798 ნახვა

რეგიონი
ხულოში ახალი სამკერვალო ფაბრიკა დაიწყებს ფუნქციონირებას

ხულოში სამკერვალო ფაბრიკა დაიწყებს ფუნქციონირებას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გამარჯვებულ კანდიდატთან ანზორ ბოლქვაძესთან ერთად საწარმოს ეწვია და თანამშრომლებს გაესაუბრა.

"მივესალმები მსგავს ინიციატივას, რომელიც ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატს - ანზორ ბოლქვაძეს ეკუთვნის, რომლის დახმარებით დღეს აქ ინვესტიცია ხორციელდება, უკვე დასაქმებულია ადგილობრივი კადრები, მომავალში კი 200-მდე ხულოს მკვიდრი  დასაქმდება. საწარმო სარგებლობს მთის კანონის იმ შეღავათით, რომელიც მთიან რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება და ეს სამკერვალო არის ნათელი მაგალითი, თუ რამდენად გამართლებული და წარმატებულია მთის კანონი, რომ იგი ნამდვილად ემსახურება მთაში მოსახლეობის გამაგრებას, მთის მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ სამკერვალოს თანამშრომლებთან და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას.

ამ ეტაპზე საწარმოში 60-მდე ადგილობრივია დასაქმებული და სამომავლოდ 200-მდე ადამიანი დასაქმდება.

ფაბრიკის შენობის ფასადისა და ინტერიერის სამუშაოები უკვე დასრულებულია, საწარმოში შემოტანილია 60-მდე სამკერვალო დანადგარი. ინვესტიცია თურქულ-ქართულია და საწარმოს გამართვისა და ფუნქციონირების საკითხში ჩართულია რეგიონში მყოფი ნორვეგიელი ინვესტორებიც.

მნიშვნელოვანია, რომ ხულოში უკვე რამდენიმე საწარმო ფუნციონირებს, ტექსტილის მიმართულებით პირველი საწარმო სულ მალე ოფიციალურად გაიხსნება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics