04:29 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 13:51:19, 766 ნახვა

საზოგადოება
რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბის რაიონში, რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 5 კილომეტრიან მონაკვეთზე დაირგო 20 000 ძირი  ბუჩქოვანი მცენარე- გართხმული ღვია, როზმარინი, ირმის რქა, კოწახური, ეონიმუსი, ნანდინა, ტუია და  ფოტინია.

მათივე ინფორმაციით,   8000 კვადრატულ მეტრზე   სარწყავი სისტემა მოეწყო, დამონტაჟდა 1372 წყლის გამფრქვევი, მრავალწლოვანი ნარგავები შემოიფარგლა ბორდიურებით და ამაღლდა თარგები.

რობაქიძის გამზირზე თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან, ეკოლოგიისა და გამწვანების უფროს ნინო სულხანიშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოს დეპუტატ თარაშ შურღაიასთან ერთად იმყოფებოდა.

დავით ნარმანიას თქმით,  რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

„რობაქიძის გამზირის გავლით ყოველდღიურად თბილისში შემოდისუამრავი მანქანა. ამიტომ, პირველ ეფექტს სწორედ ეს ადგილი ახდენს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი, გამწვანებული რეკრეაციული ტერიტორია. მის მოვლა-პატრონობას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური განახორციელებს. რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ასეთ ობიექტს დავასრულებთ. სერიოზული გეგმები გვაქვსმომავალ წელსაც.ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით პროექტები სწორედ ახლა მზადდება. ამ მიმართულების დაფინანსება კვლავ მნიშვნელოვანია ჩვენთვის“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, დიდუბის რაიონში, დიღმის მასივში ეს უკვე მეორე დიდი პროექტია, რომელიც გამწვანების მიმართულებით განხორციელდა.

ცოტა ხნის წინ, გაიხსნა რეაბილიტირებული სკვერი მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ, სადაც გამოიცვალა ქვაფენილი, ბორდიურები და მოეწყო სარწყავი სისტემა; განხორციელდა მრავალწლიანი  ხეების  სხვლა-ფორმირება.

პროექტის ფარგლებში, შეიცვალა გარე განათების ბოძები, დამონტაჟდა ლამპიონები,  დაიდგა საბაღე სკამები და ურნები; დაიგო მწვანე საფარი,  გაშენდა ყვავილები და ბუჩქოვანი მცენარეები; ასევე, მოეწყო საბავშვო სპორტული მოედანი და განახლდა სკვერში არსებული შადრევანი.

რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულება 684 890 ლარია. 

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics