08:57 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 12:30:45, 2033 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: ჰილარი კლინტონის გეგმები სირიაში მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპის განცხადებით, სირიის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ჰილარი კლინტონის გეგმებმა შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, - აღნიშნულ განცხადებას BBC ავრცელებს.

ტრამპის თქმით, აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაზე იმის ნაცვლად, რომ ეცადოს, სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს გადადგომა აიძულოს.

ამასთან, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ინიციატივით, სირიის თავზე საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოცხადდეს.

“თქვენ აღარ ეომებით სირიას, თქვენ ებრძვით სირიას, რუსეთსა და ირანს, მეთანხმებით? რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, თუმცა ისეთი, სადაც, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ბირთვული იარაღი მოქმედებს”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

რესპულიკელი კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ჰილარი კლინტონი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვას ვერ შეძლებს მის მისამართით არაერთხელ გამოთქმული მწვავე კრიტიკის გამო.

“ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა გავამახვილოთ ყურადღება “ისლამურ სახელმწიფოზე”. თუ ჩვენ ჰილარი კლინტონს დავუჯერებთ, ყველაფერი სირიის გამო მესამე მსოფლიო ომით დასრულდება”, - განაცხადა ტრამპმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics