06:16 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 14:29:22, 578 ნახვა

საზოგადოება
2016 წლის საშემოდგომო გამწვანების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქში საშემოდგომო   გამწვანების   მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  სანაპიროების ჭადრებით განაშენიანების პროექტის ფარგლებში მარცხენა სანაპიროზე, 3-3,5 მეტრი სიმაღლის 20 ძირი აღმოსავლური ჭადარი დაირგო.

მათივე ინფორმაციით,  მიმდინარე სეზონზე, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე სულ 200 ძირი ჭადარი დაირგვება.

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა ხე-მცენარეები ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქოსამსახურის უფროსთან,  ნინო  სულხანიშვილთან და  ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად  დარგო. 

„საშემოდგომო რგვების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. დღეს ამ კონკრეტულ ლოკაციაზე დავრგეთ დიდი ზომის აღმოსავლური ჭადრები. ამასთან, მტკვრის ორივე სანაპიროზე  გამხმარი ჭადრები, ერთი კვირის განმავლობაში,  200 ცალი 3 მეტრიანი ახალი ნერგებით ჩანაცვლდება. სეზონის განმავლობაში კი ქალაქის შემოსასვლელები და შიდა ტერიტორიები  80 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი ნერგით გამწვანდება, რაც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია“ -განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, ქალაქის შემოგარენი  და ცენტრალური უბნები, შემოდგომაზე, 80 000 ნერგით განაშენიანდება.  

50 000  ხე-მცენარე  მახათას  მთაზე და  თბილისის  ზღვის გარშემო,  ხოლო  30 000-მდე ნერგი  სკვერებში,  გამზირებზე და საცხოვრებელი კორპუსების  მიმდებარედ  დაირგვება.  დასარგავი  ხე-მცენარეების  სიმაღლე 1,5-3,5  მეტრი სიმაღლის  ფარგლებში  მერყეობს.  მათ  შორის,  5000  ნერგის  სიმაღლე  2,5-3,5  მეტრია.   საშემოდგომო  გამწვანების  პროცესი  დეკემბრის  შუა რიცხვებამდე  გაგრძელდება.

სპეციალისტების   რეკომენდაციით  საშემოდგომო  გამწვანებისთვის  შერჩეულ  სახეობებს  შორისაა  თეთრი  აკაციის,  მინდვრის  ნეკერჩხლის,  იფანის,  აღმოსავლური  ჭადრის,  ზეთისხილის,  ჰიმალაის  კედარის,  კიპარისის,  ნუშისა და ვერხვის ნერგები.

დარგული   ხე-მცენარეების   მოვლა-პატრონობას   კონტრაქტორი   კომპანიები  4  წლის ვადით  უზრუნველყოფენ.

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics