09:31 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 14:51:30, 632 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში, 9 თვის მონაცემებით, თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება 100 %-ით შესრულდა

9 თვის მონაცემებით, დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებისათვის 285 სხვადასხვა სახის პროექტზე 2 548 034 ლარი დაიხარჯა.

75 ობიექტზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეკეთდა. 12 მისამართზე განახლდა საერთო სარგებლობის კიბე. 

23 მისამართზე, ასევე, შეიცვალა მოძველებული წყალს აწრეტიმილები. 35 მისამართზე განხორციელდა სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები. მეტალის კარის, სენსორული სანათებისა და დომოფონის მონტაჟი დასრულდა 31მისამართზე. შშმ პირთათვის გაკეთდა პანდუსი.

22 მისამართზე კი,მსხვილ ბლოკოვან კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდა.

21 საცხოვრებელ კორპუსში შეიცვალა შიდა წყალ-კანალიზაცია, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა. 48 ამორტიზებული ლიფტი სრულად განახლდა. 
გამაგრდა 8 საცხოვრებლი სახლი, ხოლო შენობის გამაგრებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა 7 მისამართისთვის.

თბილისის მთავრობის ინიციატივით, თანადაფინანსებული პროექტების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შედეგად, თანადაფინანსებული პროექტების პროცენტულმა მონაწილეობამ სხვადასხვა პროექტების განხორციელება შიმნიშვნელოვნად დაიკლო.

აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ნაკლები დანახარჯით მოაწესრიგოს საკუთარი საცხოვრებელი პირობები.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics