2016-10-27 16:45:37, 1679 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4079 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4080 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0001 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6299 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6303 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან