21:36 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 17:02:11, 890 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაზე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მუშაობას გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველოს ეწვია. მთავრობის თავმჯდომარე უწყების მუშაობის პრინციპებს და სამმართველოს სტრუქტურას გაეცნო. შეხვდა თანამშრომლებს, რომლებმაც რეგიონში სხვადასხვა დროს არაერთი პროექტი განახორციელეს- ატმოსფერული ჰაერის, წყლის და გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის მიზნით. ასევე ტყის რესურსების მართვის, ინვენტარიზაციისა და ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით.

ზურაბ პატარაძემ ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით ეკოლოგიური კატასტროფების და სტიქიური უბედურებების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების აუცილებლობაზე. გაეცნო აჭარაში ამ დროისათვის არსებულ ზოგად ეკოლოგიურ მდგომარეობას, მათი აღკვეთისა და მოგვარების გზებს. 

,,მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელსაც აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო რეგიონში ტყის მოვლა-შენახვისა და ზღვის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს. მეტი ღონისძიებაა გასატარებელი გარემოს დაცვისა და მოვლის მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის ცნობადობის და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ასამაღლებლად"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომლებთან შეხვედრისას.

აჭარის გარემოს დაცვისა და უნებრივი რესურსების სამმართველო ახორციელებს ატმოსფერული ჰაერის და წყლის მონიტორინგს, გეოლოგიური პროცესების მონიტორინგს, ტყის რესურსების მართვას, ტყის ინვენტარიზაციას, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას და სხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებს.
აჭარის სატყეო სააგენტომ ტყეების ბუნებრივი განახლების ფარგლებში შეღობა და გაწმინდა 351 ჰა ფართობის ტყის ტერიტორია. 150 000 ჰა ფართობზე აწარმოა კომპლექსური სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში ინტენსიურად განხორციელდება ტყის ფონდის ტერიტორიების ტოპოგრაფიული რუკების, ფოტოგრაფიული სქემების, გეგმების მომზადება, ტყის კორომების დამახასიათებელი ნიშან-თვისებების დადგენა.

შავი ზღვის აჭარის სანაპირო ზოლის დროებითი ნაპირსამაგრი ღონისძიებების ფარგლებში მდინარის კალაპოტიდან დაახლოებით 220 000 კბ.მ. ინერტული ნატანის ამოღება და ზღვის სანაპიროზე განთავსება განხორციელდა. ინერტული ნატანი განთავსდა ბათუმის, ადლიის, დაბა ჩაქვის, სოფ. ბობოყვათის და ქობულეთის სანაპიროებზე. ასევე ბათუმის ადლიის სანაპირო ზოლზე ფლეთილი ქვებით ნაპირდამცავი ნაგებობა მოეწყო.

(NS)








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics