00:33 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 20:06:03, 812 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა: ისმეთ დინდარს საუკუნის ექიმის წოდება მიანიჭეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად თურქეთში მოღვაწე ქართველ ექიმს, ისმეთ დინდარს, „საუკუნის ექიმის" წოდების მინიჭება მიულოცა.

„მინდა მივულოცო ეს საპატიო ჯილდო. ისმეთ დინდარი არის პიროვნება, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ის განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ პაციენტებს, რომლებიც სამკურნალოდ თურქეთში მიდიოდნენ. ჩართულია ძალიან ბევრ პროექტში , რომელიც ემსახურება სახალხო დიპლომატიას. მასთან ურთიერთობა წლებია მაკავშირებს. მან ხელი შეუწყო აჭარაში უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო კლინიკის ჩამოყალიბებას. ვფიქრობ, მისი ხელშეწყობითა და დახმარებით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება."-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიებას, რომელიც თურქეთის საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა, თურქეთის გენერალური კონსული აჭარაში იასინ თემიზქანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ბაუს სამედიცინო კლინიკის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ცნობილ ექიმს დაჯილდოება მიულოცეს, პროფესიული წინსვლა უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ საქველმოქმედო ღონისძიება „ ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის" 21 ოქტომბერს გაიმართა.

ღონისძიებას თბილისში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ამიერკავკასიის მასშტაბით მოღვაწე ასეულობით ექიმი ესწრებოდა. ექიმთა ლიგამ გადაწყვეტილება კანდიდატების მიერ წლის მანძილზე განხორციელებული სამუშაოსა და მიღწევების მიხედვით შეაფასა. „საუკუნის ექიმის" წოდება ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის „BAU" -ს რექტორსა და საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს ისმეთ დინდარს მიენიჭა. იგი ორი წელია ბათუმში ცხოვრობს და სამედიცინო მოღვაწეობას ეწევა.

(NS)








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics