05:09 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 10:58:48, 622 ნახვა

საზოგადოება
საშემოდგომო რგვების ფარგლებში ბუდაპეშტის ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართა

შიდა ტერიტორიების გამწვანების პროექტის ფარგლებში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, №40-ის მიმდებარე ფერდობზე  გამწვანების აქცია გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  აქციაზე  50 ძირი კიპარისის, მთის ნეკერჩხლისა და ფიჭვის დიდი ზომის ნერგი დაირგო.

მათივე ინფორმაციით,  გამწვანების ღონისძიებაში თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ეკოლოგიისა დაგამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან და საბურთალოს რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად ჩაერთო.  

„სეზონური რგვები ქალაქში აქტიურ ფაზაშია შესული. გამწვანების სამუშაოები მოიცავს როგორც შემოგარენს, ასევე შიდა ტერიტორიებს. დღესაც, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით სწორედ საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორია გავამწვანეთ, ბუდაპეშტის ქუჩაზე 50 წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დავრგეთ. ღონისძიებაში მოსახლეობაც აქტიურად არის ჩართული. ვფიქრობთ, გამწვანების მასშტაბური სამუშაოები  თბილისში ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“ - განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

ნინო სულხანიშვილის თქმით, თბილისის სხვადასხვა რაიონში გასამწვანებელი ადგილები   

მოსახლეობასთან ერთად შეირჩა, რომლის შემდეგაც შიდა ტერიტორიების ხეებით  შევსება აქტიურად დაიწყო.

ცნობისთვის, ქალაქის შემოგარენი და ცენტრალური უბნები, შემოდგომაზე, 80 000 ნერგით განაშენიანდება.  50 000  ხე-მცენარე  მახათას  მთაზე და  თბილისის  ზღვის გარშემო დაირგვება.

დასარგავი  ხე-მცენარეების  სიმაღლე 1,5-3,5  მეტრი სიმაღლის  ფარგლებში  მერყეობს.  მათ  შორის,  5000  ნერგის  სიმაღლე  2,5-3,5  მეტრია.   საშემოდგომო  გამწვანების  პროცესი  დეკემბრის  შუა რიცხვებამდე  გაგრძელდება. 

სპეციალისტების   რეკომენდაციით  საშემოდგომო  გამწვანებისთვის  შერჩეულ  სახეობებს  შორისაა  თეთრი  აკაციის,  მინდვრის  ნეკერჩხლის,  იფანის,  აღმოსავლური  ჭადრის,  ზეთისხილის,  ჰიმალაის  კედარის,  კიპარისის,  ნუშისა და ვერხვის ნერგები.

ნარგავების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები 4 წლის ვადით  უზრუნველყოფენ.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics