21:58 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 11:07:34, 591 ნახვა

საზოგადოება
„დანკინ დონატსის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ამერიკული რესტორნების ქსელის  „დანკინ დონატსის“  ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ევროპის ქვეყნების „დანკინ დონატსის“ გაერთიანებულ შეხვედრაზე მადრიდში “მსოფლიოში „დანკინ დონატსის“ რესტორნებს შორის საუკეთესო საოპერაციო სტანდარტების დანერგვისათვის“ - OPERATIONS EXCELLENCE AWARD ჯილდო მიიღო.

 „“მსოფლიოში „დანკინ დონატსის“ რესტორნებს შორის საუკეთესო საოპერაციო სტანდარტების დანერგვისათვის“ ჯილდო- ყველაზე ღირებული ჯილდოა,   რომელსაც ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინ დონატსის“ გასცემს თავისი პარტნიორებისათვის. ეს არის ჯილდო „დანკინ დონატსის“ კორპორაციული ფასეულობების საქართველოში დანერგვისთვის.  „დანკინ დონატსის“ კორპორაციული კულტურა ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ კულტურასთან, „დანკინ დონატსის“ ეს ერთი დიდი ოჯახია, რაც იგრძნობა კომპანიასთან ურთიერთობის პირველივე დღიდან და ჩვენმა დამოკიდებულებამ თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, ჩვენმა ფოკუსირებამ ხარისხზე, „დანკინ დონატსის“ ქართული წარმომადგენლობა ამ ძალიან დიდი ოჯახის ღირსეულ წევრად აქცია და იმან, რომ ჩვენ ვიცავთ „დანკინ დონატსის“ ხარისხის სტანდარტებს,  შევქმენით ფუნქციონალურად ძალიან საინტერესო და მიმზიდველი რესტორნები, ვიცავთ „დანკინ დონატსის“ ბრენდის ღირებულებათა სისტემას და რომ საქართველოში „დანკინ დონატსი“ იქცა საყვარელ თავშეყრის ადგილად განაპირობა ის, რომ ჩვენ „დანკინ დონატსის“ სისტემაში ყველაზე ღირებული ჯილდოს მფლობელები გავხდით“, -აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

ცნობისთვის, „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში.  „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics