2016-10-28 16:11:27, 2146 ნახვა
მსოფლიო
გაერო: ISIS-მ მოსულში ათასობით ადამიანი მძევლად აიყვანა - 232 ადამიანი გარდაცვლილია
გაერო-ს განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მოსულში, ათასობით ადამიანი მძევლად აიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, "ბოევიკები" ქალაქ მოსულზე შტურმის დროს, მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებას გეგმავენ. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია მოსახლეობის მასიური ჟლეტვის შესახებ. გაერო-ს ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარმა განაცხადა, ISIS-ის მებრძოლებმა 232 მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს, მათ შორის ერაყის უსაფრთხოების სამსახურის 190 ყოფილი თანამშრომელი. არსებილი ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა, ჯიჰადისტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს და ეს გახდა მათი ლიკვიდაციის მიზეზი. როგორც BBC-ი წერს, ქალაქ მოსულის სტურმით აღება ერაყის სამხედროების მიერ 17 ოქტომბერს დაიწყო. ამასთან, ავიაიერიშებს აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციას ახორციელებს. სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალაქ მოსულის აღება, "ისლამური სახელმწიფოს" ფაქტობრივ განადგურებას გულისმხობს. ცნობისთვის, ერაყში "ისლამური სახელმწიფო" 2014 წელს შეიჭრა და სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|