09:01 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 17:45:27, 847 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის ქვეყნებში აგროსურსათის ექსპორტი იზრდება

ბოლო პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობი პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველადი წარმოება როგორც მეცხოველეობის, ასევე მემცენარეობის სექტორში.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით, მემცენარეობის პროდუქციის გამოშვება ქვეყანაში 1.7 მლრდ ლარს, ხოლო მეცხოველეობის პროდუქციის - 1.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ბოლო ათწლეულების რეკორდული მაჩვენებელია.

ცნობისთვის, აღსანიშნავია, რომ წარმოების ზრდის პარალელურად, თანმიმდევრულად ხორციელდება ქართული პროდუქციისპოპულარიზაციისათვის საჭირო ღონისძიებები.

სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიმართულებით გაწეული სამუშაოების შედეგად, 2016 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით, აგროსურსათის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 6.2 მლნ აშშ დოლარით (3.8%) გაიზარდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ევროკავშირის ქვეყნებში ძირითად საექსპორტო აგროპროდუქტებს წარმოადგენს თხილი, სპირტიანი სასმელები, ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია თხილის საექსპორტო შესაძლებლობები, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია.

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics