04:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 19:14:41, 1956 ნახვა

მსოფლიო
მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან ქალაქი 11700-მა ადამიანმა დატოვა

ერაყში მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან ქალაქი 11 700-მა ადამიანმა დატოვა, - ამის შესახებ უცხოური მედია გაეროზე დაყრდნობით იუწყება.

ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ლტოლვილებად შესაძლოა, კიდევ 700 ათასი ადამიანი იქცეს. 

როგორც გაერო-ში განაცხადეს, 200 ათასს შესაძლოა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდეს, მათ შორის 90 ათასს ბავშვს, რომლებსაც ვაქცინაცია სჭირდებთა და 8 ათასს ორსულს.

მედიკოსები შიშობენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა შესაძლოა, სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მოსულის გათავისუფლების ოპერაციისთვის საგანგებოდ მოამზადა 90 ექიმი. სააგენტო Associated Press-ი წერს, რომ მედიკოსების მომზადებისას აქცენტი ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაზარალებულთა დახმარებაზე გაკეთდა.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჯოზეფ ვოტელამ განაცხადა, რომ ოპერაციის დაწყებიდან მოკლულია ექსტრემისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" 900-მდე ჯიჰადისტი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ქალაქში შესაძლოა 5 000-მდე ჯიჰადისტი იმყოფებოდეს.

ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა 57 სამხედრო დაკარგეს, 250 კი დაშავებულია. ფეშმერგას მებრძოლებს შორის მოკლულია 30-მდე ადამიანი.

მოსულის შტურმი ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა და ქურთმა მებრძოლებმა 17 ოქტომბერს დაიწყეს. მათ საჰაერო მხარდაჭერას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ავიაცია უწევს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics