21:12 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 21:44:29, 3003 ნახვა

მსოფლიო
ლიბიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ სირტეზე კონტროლი აღადგინეს

ქალაქ სირტეზე, რომელსაც აქამდე ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები აკონტროლებდნენ, ლიბიის სამთავრობო ძალებმა კონტროლი აღადგინეს.

სირტე ლიბიის ერთადერთი მსხვილი ქალაქი იყო, რომელიც ჯიჰადისტების კონტროლის ქვეშ რჩებოდა.

ლიბიის ხელისუფლების განცხადებით, უსაფრთხოების ძალებს ათობით ისლამისტი მებრძოლი ჩაბარდა ტყვედ.

ლიბიის ნაციონალური ერთიანობის მთავრობამ ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის მაისში დაიწყო. აგვისტოდან ლიბიის ძალებს მხარდაჭერას აშშ-ის ავიაცია უწევდა.

ცნობისთვის, ქალაქი სირტე “ისლამურმა სახელმწიფომ” 2015 წელს დაიკავა. ქალაქი ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ ექსტრემისტული დაჯგუფების  უმსხვილესი ბაზა გახდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics