21:11 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 19:34:42, 340 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ათენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს გეორგიოს ვარემენოსს შეხვდა.
ბაქრაძემ შეხვედრაზე  ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს ევროკავშირთან ასოცირების შეტანხმების, ვიზა ლიბერალიზიციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესი.
ამასთან,  სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რომ ასევე წარმატებით გაგრძელდება და რიგის სამიტამდე დასრულდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის საბერძნეთის, საკანონმდებლო ორგანოების მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშითან ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics