05:29 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 11:07:29, 438 ნახვა

სამართალი
„აუდიტორული კომპანია კონსალტინგ ჯორჯიას“ დირექტორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ფაქტზე შპს ,,აუდიტორული კომპანია კონსალტინგ ჯორჯიას’’ დირექტორი სიმონ ჭელიძე და მოქალაქე რობიზონ ონიანი დააკავა. 

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება ავრცელებს. 

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ერთერთი მეწარმე სუბიექტი მოტყუებით დაარწმუნეს იმაში, რომ პირადი კავშირების გამოყენების გზით, კერძოდ თითქოსდა ახლო მეგობრების მეშვეობით, რომლებიც  საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იკავებდნენ სხვადასხვა წამყვან თანამდებობებს, დაეხმარებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების 2 435 159 ლარის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით, 200 000 ლარამდე შემცირებაში, რის სანაცვლოდაც  მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს 100 000 ლარი.

აღნიშნულ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 6–დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics