06:19 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 11:44:37, 2282 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ბანკს რისკების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

თიბისი ბანკს  რისკების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ბანკიდან აცნობეს, დავით ჭყონია, რომლსაც საბანკო საქმესა და რისკების მართვაში 15 წლიანი გამოცდილება აქვს, თიბისი ბანკის რისკების მართვის დირექტორის და გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს დღეიდან  დაიკავებს.

„თიბისი ბანკის გუნდში შემოერთებამდე დავით ჭყონია კომპანია „BlackRock"-ის („BlackRock Solutions Group") დირექტორის პოსტს იკავებდა, სადაც ის კონსულტაციას უწევდა ფინანსურ ინსტიტუტებსა და მარეგულირებლებს საწარმო რისკებთან, საბალანსო უწყისის სტრატეგიასთან და რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებში.

დავით ჭყონია PIMCO-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა და კომპანიას კონსულტაციებს უწევდა რისკებთან დაკავშირებულ საკითხებში, განსაკუთრებით კი ევროპის საკრედიტო და კაპიტალის ბაზრებზე შესრულებულ ტრანზაქციებში.

უფრო ადრე, დავით ჭყონია სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანიზაციებსა და კომპანიებში, როგორებიცაა: European Resolution Capital, Goldman Sachs და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

დავით ჭყონია ფლობს სან-ხოსეს უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს და პენსილვანიის უნივერსიტეტის უარტონის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს“, - აცხადებენ თიბისი ბანკში.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დავით ჭყონია თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს შემოუერთდა რისკების მართვის დირექტორის პოზიციაზე. მას მდიდარი გამოცდილება აქვს ფინანსური სერვისებისა და რისკების მართვის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ დავითი დიდ წვლილს შეიტანს ბანკის შემდგომ ზრდასა და განვითარებაში", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

დავით ჭყონიამ თიბისი ბანკის რისკების მართვის დირექტორის პოსტზე გოგა თხელიძე ჩაანაცვლა, რომელიც თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის  ხელმძღვანელად დაინიშნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics