07:26 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 14:16:30, 293 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო აფერხებს

"ბიზნესის  წარმომადგენლები  ხელისუფლების მხრიდან ცალკეული გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე საუბრობენ, რის გამოც  საქმიანი  ინიციატივების განხორციელება დროში იწლება, ფერხდება ინვესტორთა მოზიდვა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ამრგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავად ბიზნესმენთა მეტი ჩართულობა და საზოგადოების სათანადო ინფორმირება.
"როგორც წინასაარჩევნო პროგრამით, ასევე მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით აღიარებულია მცირე და საშუალო ბიზნესის უდიდესი მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის, ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობისა და დასაქმებისთვის. “სახელმწიფო შეიმუშავებს ეფექტიან მექანიზმებს ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად“ აღნიშნულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში და მე სრულად ვიზიარებ ამ მიზანს. თუმცა, ფაქტია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მშპ-ში ძალიან მცირეა და კვლავინდებურად 20 პროცენტის ფარგლებში რჩება",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ბიზნესის ადგილობრივი თუ უცხოელი წარმომადგენლები დღესაც ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ცალკეული გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე, რის გამოც  საქმიანი  ინიციატივების განხორციელება დროში იწლება, ფერხდება ინვესტორთა მოზიდვა.
მნიშვნელოვანია ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავად ბიზნესმენთა მეტი ჩართულობა და საზოგადოების სათანადო ინფორმირება.  საჭიროა საფუძველშივე მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან ყველა იმ ინიციატივის გაჟღერებასა თუ კანონად ქცევამდე, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს-გარემოსთან, ინვესტიციებთან, ტურიზმთან, ამასთან, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღება და ენერგიული განხორციელება
„სახელმწიფოს მიზანია, მიაღწიოს ბიზნესის იმგვარ რეგულირებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი ბაზრისა და მეწარმეობის განვითარებას, არსებულმა და მომავალმა რეგულაციებმა არ უნდა შეზღუდოს
საქმიანაობა მისთვის დამატებითი პრობლემების შექმნის გზით“, აღნიშნულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში, რასაც სრულად ვეთანხმები. შესაბამისად, წარმოუდგენლად მიმაჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების განხორციელება დღეს არსებული სისტემური პარალელიზმის პირობებში",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, როდესაც  ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო თუ შესაბამისი თემატიკის სააგენტო აფერხებს.
"შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, როდესაც ერთის მხრივ გვაქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გვყავს მინისტრი, უფრო მეტიც - ვიცე-პრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო თუ შესაბამისი თემატიკის სააგენტო. ამიტომ სწრაფად უნდა გავაანალიზოთ, არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილება პასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის მიმართულებით",-აღნიშნა  გიორგი მარგველაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics