04:15 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 14:38:21, 340 ნახვა

გიორგი მარგველაშვილი: პროკურატურის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით კითხვები ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას

„პროკურატურის  პოლიტიზაციასთან დაკავშირებით კითხვები ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პროკურატურის რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. 
მარგველაშვილის თქმით, პროკურატურის ინსტიტუციური სტატუსი უნდა განისაზღვოს და ამის შემდეგ უნდა იქნას დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პირობები. 
„განსაკუთრებით უნდა შევჩერდე პროკურატურის რეფორმირების საკითხზე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით. როგორ უნდა გაკეთდეს ეს? მინდა გითხრათ, რომ როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, პროკურატურასთან დაკავშირებითაც სწორი პასუხების მოძიება შეიძლება კოალიცია ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაში. საჭირო იყო მათი დროული განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მოხსნას პოლიტიზაციასთან დაკავშირებული კითხვები.
უნდა განისაზღვროს პროკურატურის ინსტიტუციური სტატუსი, მისი ადგილი სახელისუფლებო სტრუქტურაში და ამის შემდეგ, უზრუნველყოფილ იქნას დამოუკიდებლობისა და მოუკერძოებლობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პირობები.
ამასთან, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სათანადო შედეგების მისაღწევად რეფორმას აუცილებლად თან უნდა ახლდეს სწორი საკადრო პოლიტიკა. უმწიკვლო წარსულისა და მაღალი პროფესიული უნარების მქონე ადამიანების დანიშვნა რიგით პროკურორებად თუ მათ ხელძღვანელებად. სწორედ მაღალპროფესიონალი პროკურორების მიერ გამოძიებული საქმეები დროულად და კვალიფიციურად უნდა იგზავნებოდეს სასამართლოში რათა გამოირიცხოს კითხვები თვეობით გაწელილი საგამოძიებო პროცესების შესახებ“,-განაცხადა  გიორგი მარტველაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics