21:47 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 15:56:17, 696 ნახვა

სხვადასხვა
JAZZ ფესტივალის დაკსვნით დღეს SNOOP DOGG იმღერებს

საქართველოში ცნობილი ამერიკელი მომღერალი , მსახიობი და შოუ–მენი  SNOOP DOGG ჩამოდის. 

ამის შესახებ თიბისი ბანკში შავი ზღვის ჯაზფესტივალთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. 

როგორც „ისთერნ პრომოუშენს“-ის დირექტორმა  გიორგი კერესელიძემ განაცხადა, SNOOP DOGG რიგით მე–9 ჯაზფესტივალის დასკვნით დღეს იმღერებს. 

„SNOOP DOGG მსმენელის წინაშე ახალი პროგრამით გამოვა. პრაქტიკულად ეს იქნება მისი ახალი დისკის პრეზენტაცია. ამ დისკის პრომოდირებას ემსახურება მისი ევროტური და გვიხარია, რომ ამ ტურის ფარგლებში ბათუმმა ერთ–ერთი ადგილი დაიკავა“, – აღნიშნა კერესელიძემ. 

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და შოუ-მენი  SNOOP DOGG დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1993 წლიდან დღემდე, მომღერალს  სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლბეთან ერთად 12 ალბომი აქვს გამოშვებული. SNOOP DOGG-ის კარიერაში, მის ყველაზე წარმატებულ ალბომად  „დოგი-სთაილი“ ითვლება, რომლის 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი გამოსვლისთანავე გაიყიდა.

2013 წლის აპრილში, მომღერალმა პირველი რეგის ჟანრის ალბომი -  „Reincarnated“  ჩაწერა და ამჯერად, საკუთარ თავს, SNOOP DOGG-ის  ნაცვლად SNOOP-LION უწოდა. რეგის ჩარტებში აღნიშნული ალბომი პირველ ადგილს გამოსვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდა. 

ცნობისთვის, 23–26 ივლისს ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე რიგით მე–9 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება, რომელშიც, ტრადიციულად, მონაწილეობას მსოფლიო ვარკვლავები მიიღებენ : George Clinton Parliament Funkadelic, Liv Warfield feauturing the NGP Hornz, Lisa Stansfield,  Snoop Dogg.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics