09:40 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 17:18:26, 332 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბუკია: აკაკი ბობოხიძის გამოსვლაში პროგრესი აშკარაა, არ შეუგინია

აკაკი ბობოხიძის გამოსვლაში პროგრესი აშკარაა, არ შეუგინია,-ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნება კონსერვატორების" თავმჯდომარე გიგა ბუკიამ პარლამენტში  განაცხადა.
ბუკიამ ტრიბუნა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის, სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიკავა.
"ბატონი ბობოხიძის გამოსვლაში პროგრესი აშკარაა.ყოველშემთხვევაში,  არ შეუგინია. დაამთავარა თავისი სიტყვა და გამოსვლა ისე. ამავე დროს, პროგრესია იმაში, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" იმ თემებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი  თვლიდა, რომ იყო ერთადერთი და გადაუწყვეტელი, სხვა შეხედულებები აქვს, რაც მისასალმებელია",-განაცადა ბუკიამ.
მანვე პრეზიდენტის მოხსენება შეაფასა და აღნიშნა, რომ მოხსენების დიდი ნაწილი რეალურ სურათს  ასახავდა. 
"თქვენი გამოსვლის შეფასების დიდი ნაწილი არის ის რეალობის რეალური ასახვა,   რაც ხეება ქვეყნააში. ალბათ,  უფრო ხშირი კომუნიკაციისა და კორდინაციის შემთხვევაში, ის კითხვები და ის საკითხები, რამაც საზოგადოებაში უფრო მეტი აჟიოტაჟი გამოიწვია, არ გაჩდებოდა",-აღნიშნა გიგა ბუკიამ.
ამასთან, ბუკია ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლებსაც გამოეხმაურა,  რომლებიც აცხადებდნენ, რომ ქვეყნაში ეკონომიკური კრიზისია. ბუკიას თქმით, საქართველოში არა ეკონომიკური კრიზისი, არამედ სავალუტო დეფიციტია, რომელიც რეგიონში არსებულმა ვითარებამ განაპირობა.
 "გამოსვლელებმა თქვეს, რომ კოლაფსია ქვეყანაში,  ეკონომიკური კრიზისია, მათ იციან, როგორ გამოიყვანონ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან. არანაირი ეკონომიკური კრიზისი ქვეყანში არ არის და არ ყოფილა და იმედია, არც იქნება. რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეიქმნა სავალუტო დეფიციტი,  რომელმაც ჩვენს ქვეყანაზე, როგორც რეგიონში სხვა ქვეყნებზე, იმოქმედა. მე არვიცი ვის უნდა დავუჯეროთ უფრო ბობიხიძეს ამ შეფასებაში თუ აზიმ სადიკოვს, რომელიც არის სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველანაირი ადეკვატური და სწორი პოლიტიკა გაატარა იმასთან მიმართებაში, რაც ხდებოდა დოლართან, ლარის კურსთან და ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით. მე არამგონია ამაზე მეტი ავტორიტეტი აქ წარმოდგენილ პიროვნებებს ჰქონდეთ.
როდესაც თქვენთან თხოვნით შემოვიდნენ რიგგარეშე სხდომის მოწვევისა და რომლის  მოწვევის ინიციატორი "თავისუფალი დემოკრატები" და "ნაციონალური მოძრაობა" გახლდნენ, მინდა გითხრათ, რომ თვითონ ის პროექტი, რომელზეც ამბობენ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ მათ იციან გამოსავალი, ჯერ კიდევ 15 დეკემბერს ჰქონდათ ინიცირებული პარლამენტში. ავტორია უმცირესობა.ჯაფარიძე იყო მომხსენებლად დანიშნული. 8-ჯერ ჩატარდა საფინანსო კომიტეტის სხდომა, არც ერთხელ არ დაუყენებიათ ეს საკითხი, რომ კომიტეტის სხდომაზე ყოფილიყო განხილული. მათი  მიზანი იყო, რომ ცეცხლზე ნავთი დაესხათ, მოსახლეობა პანიკაში შეეყვანათ",-განაცხადა გიგა ბუკიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics