07:25 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 19:40:25, 419 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გიორგი გოგია დაკავებული არ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიას დაკავებას არ ადასტურებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გიორგი გოგია  ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტშია და  გამოფრენას ელოდება.

"ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, გიორგი გოგია დაკავებული არ არის. ამ მომენტისთვის ის აეროპორტშია და  ელოდება გამოფრენას. აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ",-განუცხადეს "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის,  აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მათივე ცნობით, გოგია ბაქოში ერთ დღე-ღამეზე მეტია დაკავებულია.  უფლებადამცველი ინტიგამ ალიევის და რასულ ჯაფაროვის სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ  გოგიას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე პასპორტი წაართვეს და არ უბრუნებენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics