05:27 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 20:28:38, 570 ნახვა

Lifestyle
ნინო მიქიაშვილი პრეზიდენტს: საყდრისის ნგრევის შესაჩერებლად ან ქმედითი ნაბიჯები გადადგით, ან დადუმდით

„ბატონო პრეზიდენტო, ან გადადგით ქმედითი ნაბიჯი საყდრისის ნგრევის შესაჩერებლად, ანდა დადუმდით და ნუღარ ცდილობთ პოლიტიკური ქულების დაწერას. სირცხვილია”, – ასე გამოეხმაურა საყდრისის მცველი, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი საყდრისზე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ  შეფასებას. 

როგორც მიქიაშვილი ამბობს, მან პრეზიდენტს საყდრისთან დაკავშირებით მას შემდეგ მიმართა, რაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ალექსანდრე მარგიშვილმა მისი ნგრევის გადაწყვეტილება მიიღო. 

თუმცა, ჟურნალისტის თქმით, გიორგი მარგველაშვილს მის შეტყობინებებზე რეაგირება არ მოუხდენია. 

მიქიაშვილი იმ შეტყობინებების შინაარსაც აქვეყნებს, რომლებიც მან პრეზიდენტს გაუგზავნა. 

„ბატონო პრეზიდენტო, ან გადადგით ქმედითი ნაბიჯი საყდრისის ნგრევის შესაჩერებლად, ანდა დადუმდით და ნუღარ ცდილობთ პოლიტიკური ქულების დაწერას. სირცხვილია!  ახლა ვნანობ ხმა რომ მოგეცით, თან ეს სხვისი ხათრით გავაკეთე და უფალს ვთხოვდი ღმერთო ჩემი გადაწყვეტილება არ მანანო-მეთქი.
ვაქვეყნებ იმ ესემესების შინაარსს, რომლებიც გასული წლის მარტში და აპრილში თქვენს პირად ტელეფონზე გამოგიგზავნეთ. პასუხი არ მიმიღია, ეს არც მიკვირს რადგან ქვეყანას ერთი პრეზიდენტი ჰყავს და ჩემნაირი, უბრალო, რიგითი ქართველი ბევრია.
თქვენ და მოკლე მერხსიერების ადამიანებს შეგახსენებთ იმასაც, რომ 2014 წლის 14 აპრილს, საყდრისში გამგზავრებამდე უამრავი ადამიანი მოგადექით და განცხადებაც დაგიტოვეთ. მართალია ამ "მოდგომის" ამბავი იქვე, მეტრო "ავლაბართან" შევიტყვე და პირადად მე დიდად არ მეამა, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს. მაშინ სხვებთან ერთად მოვედი ავლაბრის უზარმაზარ საპრეზიდენტო რეზიდენციასთან. არც მაშინ გამოხმაურებიხართ ამ მოდგომას და კოლექტიურ განცხადებას. მხოლოდ ახლა ამოიღეთ ხმა, საყდრისი რომ გაანადგურეს და ამიტომაც ჩანს უხერხულად თქვენი განცხადებები.
ბატონო პრეზიდენტო, პირველი ესემესი ჩემი ინიციატივით მას შემდეგ გამოგიგზავნეთ, რაც ალექსანდრე მარგიშვილმა არემჯი გოლდს წერილობით მიმართა, მიდით ბიჭებო, ააფეთქეთ საყდრისიო. მარგიშვილმა ეს 2014 წლის 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გვამცნო ჟურნალისტებს. მთელი დღე კულტურის სამინისტროში ვიყავი, პროტესტის ნიშნად. იმ დღეს მოწერის თავი არ მქონდა. ესემესი მეორე დღეს გამოგიგზავნეთ, 15-ში. რაც შეეხება მეორე გზავნილს, ეს საყდრისიდან მოგწერეთ, 2014 წლის 16 აპრილს. ესემესის გამოგზავნამდე იქ მყოფებს წავუკითხე, რადგან მხოლოდ ჩემი სახელით არ მომიწერია.
[19:15:10] Tako: ესემესები ქვენის პრეზიდენტს:
ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, დაინტერესდეთ საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ბედით. გერმანიის საგარეო სა ქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს გვთავაზობს საერთაშორისო კომისიის შემქნას. ჩვენი კულტურის სმაინისტრო თავიოს მთავარ ფუნქციას არ ასრულებს., ძეგლის დაცვის ნაცვალდ კერძო კოპმპანიოის ინტყერესს იცავს. გთხოვთ დაინტერესდეთ. პატივისცემით ნინო მიქიაშვილი. 2014 წლის 15 მარტი
ბატონო პრეზიდენტო, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მარაროს დილის რვა საათიდან მძიმე ტექნიკით ანადგურებენ. მოგიწოდებთ სასწრაფოდ ჩამობრძაბნდეთ, გამოიყენოთ ტქვენი ავტორიტეტი და ვითარებაში ადგილზე გაერკვეთ. ჩვენ, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი მესამე დღეა დავბანაკებულები ვართ კარვებში, საყდრუისუს მოპირდაპირე ფერდზე. ჩემს მეირ რამდნეიმე წუთის წინ გადაღბეული ვიდეოკადრები ფეიბუქის პირად გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. კომიტეტის სახელით ნინო მიქიაშვილი. გთხოვთ, ამ შეტყობინების მიღება დამიდასტორთ. 16 აპრილი, 2014 წელი“, – აცხადებს ნინო მიქიაშვილი. 
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი დღეს,  პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. 
პრეზიდენტი გამოსვლისას საყდრისის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ საყდრსში აფეთება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოხდა, რაც, სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics