22:15 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 09:31:57, 378 ნახვა

სამართალი
შსს-ს წარმომადგენლებმა ბათუმის ორ საჯარო სკოლაში სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ჩაატარეს

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ნანა ხალითბამ, ლელა კვანტალიანმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა ბათუმის N16 და N23 საჯარო სკოლების უფროსკლასელებს სამართლებრივი კულტურის გაკვეთილი ჩაუტარეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული გაკვეთილები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტის „სამართლებრივი განათლების პროგრამა“ შემადგენელი ნაწილია და მასში შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს.

სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაცია „PH INTERNATIONAL“-ის ერთობლივი პროექტის - „სამართლებრივი განათლების პროგრამა“ ფარგლებში, ბათუმის საჯარო სკოლებში რამდენიმე თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ტარდება. გაკვეთილები ინტერაქტიულია, მოიცავს თამაშებს, რაც მოსწავლეებს უადვილებს სამართალდამცველების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სწორ და ეფექტურ აღქმას. შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც სამართლებრივი კულტურის გაკვეთილებს პერმანენტულად ატარებენ, აღნიშული პროგრამისთვის ტრენინგების მეშვეობით სპეციალურად არიან გადამზადებული.

პროექტი მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების, პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას და მოზარდებში დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად. სწავლება მეცხრე კლასის მოსწავლეთათვის ტარდება შემდეგ თემებზე: სამართლებრივი კულტურის არსი და მნიშვნელობა; არასრულწლოვანი და კანონი; ძალადობა - ძალადობა ოჯახში, ბულინგი სკოლებში; მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა; ორგანიზებული დანაშაული (ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა); სასამართლო სამართალწარმოება.

აღნიშნული პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ამ დროისთვის თბილისის, ახალციხის, რუსთავის და ქუთაისის 20 საჯარო სკოლაში ტარდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics