04:10 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 14:19:36, 962 ნახვა

სხვადასხვა
Politico: პოზიტიური ადამიანების სია - 12 „გმირი“, რომელიც მსოფლიოს ისევ დიდებულს გახდის

ამერიკული გამოცემის Politico მკითხველს 12 მიზეზს სთავაზობს იმაში დასარწმუნებლად, რომ ისეთი ფაქტორების მიუხედავად, როგორებიცაა ტრამპი, პუტინი, ჩინეთი და ისლამური ტერორიზმი, მსოფლიო მაინც კარგ ადგილად რჩება.

ამისთვის ის იმ ადამიანების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც 2017 წელს სამყაროს გააკეთილშობილებენ.

1) გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპა ყოველდღე მადლობას უნდა უხდიდეს ფრაუ მერკელს იმისთვის, რომ იგი ცივილიზებული კოსმოპოლიტიზმის, თანამგრძნობი კონსერვატიზმის, ვაჭრობაზე ორიენტირებული ეკონომიკის და რუსეთის ექსპანსიონიზმთან წინააღმდეგობის საყრდენია.    

2) აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრი ჯეიმს მეტისი. როგორც გამოცემა წერს, მინისტრი ნატოში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საფუძველს ხედავს, რაც მას პოტენციურად აპირისპირებს ტრამპთან, თუმცა მეტისის მთავრობაში ყოფნა უკვე გამშვიდებს, რადგან იცი, რომ პრეზიდენტის გუნდში ერთი ზრდასრული ადამიანი ყოველთვის იქნება.   

3) მექსიკის ყოფილი პრეზიდენტი ვისენტე ფოქს კესადუ. მან ნამდვილი მექსიკური რევოლუცია მოაწყო Twitter-ზე ტრამპის წინააღმდეგ და ამერიკის სამხრეთ საზღვართან მექსიკის კედლის მშენებლობაზე დაუსრულებლად წერდა.

4) ამერიკელი მოსამართლეები. ტრამპის პირველი ორკვირიანი პრეზიდენტობის პერიოდის ნამდვილი ვარსკვლავები, რომლებიც სხვადასხვა დონეზე აფერხებდნენ ტრამპის ანტიიმიგრაციულ განკარგულებას და ფაქტობრივად, დაბლოკეს კიდეც.

5) გამბიის ახალი პრეზიდენტი ადამა ბაროუ. მან შეცვალა აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო დიქტატორი იაჰია ჯამე.

6) ფრანგული სატირული ჟურნალი Le Canard enchaîné. ჟურნალი პრეზიდენტების და პოლიტიკოსების ნამდვილ კოშმარად იქცა. მათ შორის, ბოლო იყო საფრაგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი, რომელიც ჟურნალმა ცოლის დასაქმებასთან დაკავშირებით კორუფციაში ამხილა.  

7) 35 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი. ის პროფესიონალურ ჩოგბურთში 6-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ავსტრალიის ღია ჩემპიონატში სრულიად მოულოდნელად გაიმარჯვა.

8) ესპანეთის მეფე ფილიპე მე-VI, რომელმაც ტახტი 2014 წელს დაიკავა, მას შემდეგ რაც მამამისმა მეფე ხუან კარლოს პირველმა ტახტზე უარი თქვა სამეფო ოჯახის სკანდალის გამო. 2015 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ ესპანეთს თითქმის ერთი წელი მთავრობა არ ჰყავდა. მეფე ფილიპეს ხალხთან დახლოებულ მონარქად თვლიან.

9) ლონდონში მცხოვრები თურქი მწერალი ელიფ შაფაქი. ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი თურქი ავტორი, რომელიც სომხების და ქურთების უფლებების დაცვის გამო ნაციონალისტების ზიზღის ობიექტი გახდა.

10) რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა. ოპოზიციონერის წარმატებაზე, მიუთითებს ის, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ის, სავარაუდოდ, ორჯერ მაინც მოწამლეს ბოლო ორი წლის განმავლობაში. პუტინის დაუღალავი კრიტიკოსი ახლაც გაურკვეველი წარმოშობის ინტოქსიკაციისაგან იტანჯება.

11) დანიელი პოლიტიკოსი და კონკურენციის საკითხების ევროკომისარი მარგრეტ ვესტაგერი. ბოლო წლებში ის მოსვენებას არ აძლევდა "გაზპრომს",  Apple-ს და Google-ს. ის თვლის, რომ საერთაშორისო კომპანებმა პასუხი უნდა აგონ გადაცდომებისთვის. 

12) 37 წლის ბრიტანელი პოლიტიკოსი, ლგბტ თემის წარმომადგენელი და კიკბოქსიორი რუტ დევიდსონი. მისი დამსახურებით შოტლანდიელი ტორების პარტია გაცოცხლდა. მისი ხელმძღვანელობით კონსერვატიული პარტია მეორე პოლიტიკურ ძალად იქცა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics