06:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 17:50:55, 325 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: საზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება

"საზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება, თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპული სივრცის ნაწილი",-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიგრაციის პოლიტიკის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შემუშავებული მიგრაციის პოლიტიკა ევროპულთან შესაბამისობაშია.

"საზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება, თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპული სივრცის ნაწილი. ის, რომ პოლიციელს არ აქვს პირისშემოწმების საშუალება საზღვარზე, ეს ძალიან ბევრმა უცხოელმა ექსპერტმა გვითხრა. ამიტომ აიკრძალა. რაც შეეხება მიგრაციის პოლიტიკას, არის სამი წამყვანი უწყება - შსს, საგარეო საქმეთა სამიბისტრო დ. იუსტიციის სამინისტრო, ეს ის პოლტიკაა რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ იმ მომთხოვნ, ძალიან მკაცრ კომისიასთან ერთად. ის სამი მინისტრი, რომელიც პასუხს ვაგებთ მიგრაციის პოლიტიკაზე, თავით ვაგებთ პასუხს იმაზე, რომ შემუშავებული პრაქტიკა არის შესაბამისობაში ევროპულ პრაქტიკასთან",-განაცხადა წულუკიანმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics